რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ბათუმსა და ქობულეთში ბოლო 12 საათის განმავლობაში, ხუთბალიანი შტორმის დროს, 31 ადამიანი გადაარჩინეს.

როგორც შსს-ში ამბობენ, შსს-ს მაშველებმა ყველა შემთხვევაზე მყისიერი რეაგირება მოახდინეს და განსაცდელში მყოფი მოქალაქეები ზღვიდან ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

„ამ დროისათვის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე ცურვის ამკრძალავი წითელი ალმები აღმართულია. მიუხედავად ამისა, დამსვენებელთა ნაწილი ზღვაში მაინც შედის. მოქალაქეებს ვთხოვთ, უსაფრთხოების მიზნით, წყალზე მაშველების მითითებებს დაემორჩილონ და მათი რეკომენდაციები გაითვალისწინონ. შტორმის დასრულებისთანავე, როგორც კი ზღვაში შესვლა უსაფრთხო იქნება, სანაპირო ზოლზე არსებულ საგუშაგოებზე თეთრი ალმები აღიმართება", - ნათქვამია განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×