რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) უკრაინა დამოუკიდებლობის 26 წლისთავს აღნიშნავს. აღნიშნულს „პირველი არხი" იუწყება.

ქართული გვარდიის ოცეულმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღო მონაწილეობა. აღლუმში 4500 უკრაინელი სამხედრო, ასევე უცხო ქვეყნის სამხედრო დანაყოფები მონაწილეობდნენ, მათ შორის ნატო-ს ცხრა წევრი ქვეყნის.

ამასთან ღონისძიებას, 11 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო, მათ შორის აშშ-ის თავდაცვის მდივანი ჯეიმს მეტისი.

უკრაინაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია უნდა გამგზავრებულიყვნენ, თუმცა ბორჯომის ხეობაში შექმნილი ვითარების გამო, აღარ გაემგზავრნენ.

თუმცა, უკრაინაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იმყოფება, რომელიც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

აღლუმი კიევის ცენტრში, ხრეშატიკის ქუჩაზე ჩატარდა. დამოუკიდებლობის მოედანზე კი სამხედრო ტექნიკის გამოფენა მიმდინარეობს.

ტექნიკა კიევის ცენტრში 28 აგვისტომდე დარჩება, შემდეგ კი მას აღმოსავლეთ უკრაინაში, კონფლიქტის ზონაში გაგზავნიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×