რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) საგანგებო შტამბა, ბორჯომის ხეობასა და სხვა რეგიონებში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ხანძარი ლიკვიდირებულია.

მათივე ინფორმაციით, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.

„ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, ცეცხლის კერები აღარ შეინიშნება. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

დუშეთში ხანძრის ქრობის პროცესში კერძო კომპანიის ვერტმფრენი იყო ჩართული.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×