რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) სტიქიის სალიკვიდაციოდ შექმნილ საგანგებო შტაბში საქართველოში გაერო-ს მუდმივი კოორდინატორი და გაეროს განვითარების მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი ჩავიდა.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეხვედრის დროს სკოტმა აღნიშნა, რომ სტიქიის შესახებ პირველივე წუთებიდან, საქართველოს მთავრობის მხრიდან გაერო-ს ჟენევისა და თბილისის ოფისები ინფორმირებული იყო.

"გაერო-ს-მოსაზრებით, დღეს უმნიშვნელოვანესი პროგრესი მიღწეულია. ნათელია, რომ პრემიერ-მინისტრმა ამ მასშტაბური ოპერაციის კოორდინირება უზრუნველყო - პროცესში 1500 ადამიანია ჩართული. შედეგად, სერიოზული ხანძარი ახლა, დიდი ალბათობით, კონტროლის ქვეშაა. ჩატარებული სამუშაოების მასშტაბი მართლაც შთამბეჭდავია. აქ ყოფნისას, ამ ხალხის მიერ, ამ დღეების მანძილზე გაწეული შრომისა და დახარჯული საათების მოცულობა თვალშისაცემია. სწორედ ამის შედეგად, ამ შედეგის მიღწევა და ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა ხანძრისაგან შესაძლებელი გახდა.

„გაერო ამ პროცესის კოორდინირებასა და მხარდაჭერაში დასაწყისიდანაა ჩართული. ჩვენი მოსაზრებით, ოპერაცია ძალიან წარმატებულია. მინდა, მივულოცო პროცესში ჩართულ ყველა პირს, პრემიერ-მინისტრის, მთავრობის და აქ მყოფი ადამიანების ჩათვლით, იმ ქვეყნების ჩათვლით, რომლებიც პროცესში მონაწილეობას იღებდნენ. შესანიშნავი სამუშაოა ჩატარებული", - განაცხადა სკოტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×