(რეზონანსი) საქართველოს კონსტიტუციის დღისადმი მიძღვნილი მიღება აღარ გაიმართება, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.
მისი განმარტებით, ღონისძიების გადადება ბორჯომის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.
როგორც აბაშიშვილმა აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შეთანხმდნენ, რომ მიღება გაუქმებულიყო.
საზეიმო მიღების ნაცვლად, კონსტიტუციის დღე საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
საღამოს 06:00 საათზე, ახალგაზრდების ინიციატივით, თბილისში კონსტიტუციის ქუჩაზე, ქვეყნის მთავარი დოკუმენტის ისტორიის შესახებ გამოფენა გაიმართება. სხვადასხვა ღონისძიება ასევე საქართველოს რეგიონებშიც იგეგმება.