რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძეს თქმით, ბორჯომის ხეობაში დაახლოებით 100 ჰექტრამდეა დამწვარი.

ალავიძის თქმით, თუ ამინდმა მეხანძრე-მაშველებს ხელი არ შეუშალა, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება.

„ბოლო ინფორმაცია დამაიმედებელია. ამჟამინდელი სიტუაცია დიდ ოპტიმიზმს გვაძლევს. ბოლო დღეების განმავლობაში 15:00-დან 18:00 საათამდე ქარი ძლიერდება, რაც ცეცხლს აღვივებს, თუმცა, თუ ისე გაგრძელდა ვითარება, რაც ამ მომენტისთვის გვაქვს, ვფიქრობ, ხანძარი ხვალისთვის ლოკალიზებული იქნება", - განაცხადა ალავიძემ.

მისივე თქმით, დარჩენილია რამდენიმე კერა, რომელსაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ.

„ზუსტი წერტილები აღებული გვაქვს, რასაც ვერტმფრენები დაღამებამდე დაამუშავებენ. მოხალისეების ჩართვა საჭირო არ არის, რადგან საკმარისი ცოცხალი ძალა გვყავს", - ამბობს ალავიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×