რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) შსს-ს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის თქმით, ბორჯომის ხეობაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებით ცოცხალი ძალა 200-300 მაშველის სახით ჩაერთო.

"ტრადიციულად, დღის მეორე ნახევარში ქარი სამუშაოებს ართულებს, თუმცა ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. 200-300 ცოცხალი ძალა მაშველი სახით შემატა. ყველაზე პრობლემური უბანი ამჟამად სოფელ დაბასთან არის. მთის ფერდობზე ხანძარი პრაქტიკულად ლოკალიზებული იყო, მაგრამ ქარმა გააღვივა. ახალი კერები ამ წუთას რუკაზე მონიშნული არ გვაქვს, რადგან არის ასეთი ახალი, თუმცა ძველ კერებზე აქტიურად ვმუშაობთ, რადგან ბოლომდე მათი ჩაქრობა ვერ მოხერხდა", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ამჟამად შტაბში საქართველოს პატრიარქს ელოდებიან, რომელიც მეხანძრე-მაშველებს და სახანძრო სამუშაოებში ჩართულ პირებს დალოცავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×