რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) დღეს პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ბორჯომის ხეობაში ჩავიდა და არსებულ ვითარებას და ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებებს გაეცნო. მედიასთან მინისტრს კომენტარი  არ გაუკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო ღონისძიებების, ტყის აღდგენითი სამუშაოებისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, გაიხსნა სპეციალური ანგარიშები როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში. შესაბამისი ინფორმაცია უკვე განთავსებულია საქართველოს მთავრობისა და ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდებზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×