რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის ფარგლებში, თურქეთის მთავრობის ახალი განკარგულებით, 900-ზე მეტი სახელმწიფო მოხელე დაითხოვეს. აღნიშნულს სააგენტო „როიტერსი" იუწყება.

ახალი განკარგულება ოფიციალურ მაცნეში დღეს გამოქვეყნდა. განკარგულების თანახმად, სხვადასხვა სამინისტროებისა და სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები დათხოვილი იქნებიან.

თურქეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შემოიღეს. აღნიშნული რეჟიმი სამჯერ გახანგრძლივებული იყო. თურქეთის ოპოზიცია და ევროკავშირი საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გახანგრძლივებას აკრიტიკებენ. მათი აზრით, ეს თურქეთის მოქალაქეების თავისუფლებებსა და უფლებებს საფრთხეს უქმნის.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×