რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) დარწმუნებული ვარ, რომ დიდ იმედს, რაც აქვს ახლა საქართველოს მოსახლეობას თქვენს მიმართ, ღირსეულად წარმოაჩენთ, - ასე მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჯარისკაცებს, რომლებიც ბორჯომის ხეობაში სტიქიის ზონაში ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთვნენ.

მინისტრი ჯარისკაცებს დაჰპირდა, რომ ხანძრის ლოკალიზებამდე მათ გვერდით იქნება.

"დღეს უფრო დიდი ამოცანის წინაშე ვართ. დარწმუნებული ვარ, რომ იმ დიდ იმედს, რაც ახლა საქართველოს მოსახლეობას თქვენს მიმართ აქვს, თითოეული მონდომებით, თავდადებით, რითაც ქართველი ჯარისკაცი გამოირჩევა, ღირსეულად წარმოაჩენთ და ღირსეულად უპასუხებთ.

„მე გენშტაბის უფროსი, მეთაურები, თქვენს გვერდით ვიქნებით, რომ ერთად ეს ამოცანა რასაც ჰქვია ამ შემთხვევაში ჩვენი ბუნების დაცვა, ღირსეულად შევასრულოთ. დიდი მადლობა და დარწმუნებული ვარ, კონკრეტულ შედეგს დღესვე მივაღწევთ", - განაცხადა ლევან იზორიამ.

ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღეიდან სამხედრო ძალები ჩაერთო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×