რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) პრინციპში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მეოთხე დღეა, ყოველდღიურად, მიუხედავად პერიოდული სიტუაციის გაუარესებებისა, საერთო ჯამში, დადებითი დინამიკა გვაქვს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სტიქიის ზონაში განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ შედარებით რთული ვითარება არდაგანში იყომ მაგრამ ავიაციის და ცოცხალი ზალის მეშვეობითმ ამ ზონის განეიტრალებაც შესაძებელია.

„ამ ეტაპისთვის, აქამდე გაწეული სამუშაოებიდან გამომდინარე, იმ მომენტამდე მივედით, როდესაც ჩვენ მიერ გაყვანილი გზებით ცეცხლის ყველა ზონასთან ფიზიკური წვდომა შეგვიძლია. ამიტომ ამ ეტაპზე, უკვე დადგა საჭიროება, უფრო მეტი ორგანიზებული ცოცხალი ძალის, ამიტომ გუშინ გადაწყვეტილება მივიღე, რომ საჯარისო ნაწილი ჩართულიყო.

„აღმოსავლეთ სარდლობის 1000-ზე მეტი კაცი შემოგვიერთდა. მათთან ერთად და აქამდე ვინც მუშაობდა, მუშაობას ჩვეულებრივად აგრძელებენ. უკვე ერთობლივი ძალებით დღეს ცეცხლის ყველა ზონას დავამუშავებთ და დღის ბოლოსთვის ვფიქრობთ, რომ გაცილებით უკეთესი დინამიკა",- ამბობს კვირიკაშვილი.

ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენებმა მუშაობა დილიდან განაახლეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ორი ქართული, ორი აზერბაიჯანული, ორი თურქული, ერთი ბელარუსული ვერტმფრენი და ერთი თურქული თვითმფრინავია ჩართული.

გარდა ამისა, სტიქიის ზონაში მომუშავეებს დღეს დილით ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში უკვე ჩავიდნენ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×