(რეზონანსი) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ზაზა ხატიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატთა ახალი სია გაასაჯაროვა.
მისი ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობას, იოსებ ბაჩიაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, ოთარ სიჭინავა, ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ლუიზა ხითარიშვილი, კონსტანტინე კორკელია და ნინო ბაქაქური, იღებენ.
ხატიაშვილის ბოიკოტი სხდომაზე დაუსწრებლობასთან დაკავშირებით იმაში მდგომარეობს, რომ კონსტანტინე კორკელიას და ნინო ბაქაქურს კომისიის წევრებმა 2 თვის წინ დაბალი ქულები დაუწერეს და ამჯერადაც, სავარაუდოდ, იგივე განმეორდება, აქედან გამომდინარე, სხდომაში მონაწილეობა მისთვის მიუღებელია.
ხატიაშვილი თეა წულუკიანის კომისიის თავმჯდომარეობას აპროტესტებს, რაც ხვალინდელი ხდომაზე არ დასწრების კიდევ ერთი მიზეზია.
"ვინაიდან სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, პროტესტის ნიშნად ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას არ ვიღებ. საქართველოს მთავრობა უკვე მერამდენედ ცდილობს ისეთი კანდიდატის გაყვანას, რომელიც საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში "თავს მოჭრის"", - ზაზა ხატიაშვილი.
მისივე განცხადებით, ხვალინდელ სხდომაში მონაწილეობას ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი არ მიიღებს. ხატიაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს და იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარეს ზვიად კორძაძეს მოუწოდებს, "კომკავშირის ხვალინდელ სხდომაში" მონაწილეობაა რ მიიღონ.
კონკურსში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება 24 აგვისტოს, 00:00 საათზე დასრულდა.