რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) სტიქიის ზონაში სასწრაფოსა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. სამინისტროს ინფორმაციით, მე-5 დღეა, ბორჯომის ხეობაში სამედიცინო სერვისების მიწოდებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი უზრუნველყოფს.

"სტიქიის ზონაში სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და რეანომობილის ეკიპაჟები ხანძრის საბოლოო ლიკვიდაციამდე დარჩებიან. ადგილზე მობილური ამბულატორია და სამედიცინო კარავიც განთავსდა. ამ დრომდე მედიკოსებს პირველადი დახმარების სხვადასხვა მოტივით რამდენიმე პაციენტმა მიმართა, თუმცა არცერთი მძიმე კლინიკური შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

"საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრმა მეხანძრე-მაშველები და ადგილობრივი მოსახლეობა რესპირატორებითა და პირბადეებით აღჭურვა",- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×