რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პირველი ათეული ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად ბორჯომში გაემგზავრა.

უწყება სრულ მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში, სტიქიის ზონაში დამატებითი ჯგუფები გააგზავნოს.

"სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლობა, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ ყველა სახელმწიფო უწყებასთან, მუდმივ კოორდინაციაშია. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური 2008 წლის ომის დროს განადგურებული მწვანე საფარის აღდგენაში ჩართული იყო და ჩაერთვება ხეობის გამწვანების პროცესში კვლავაც აქტიურად."- ნათქვამია ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×