რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) იუსტიციის სამინისტროში სტრასბურგის სასამართლოში ასარჩევი მოსამართლის პოზიციაზე ორი კანდიდატის ჩანაცვლების მიზნით გასაუბრებები გაიმართება. სპეციალური სამთავრობო კომისია რვა პრეტენდენტს გაესაუბრება.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსში მონაწილეობის სურვილი 28 კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 21 იურისტია (ბაკალავრიატის დონე და ზევით).

კომისიამ კონკურსის ფარგლებში შემოსული განაცხადების პირველადი გადარჩევის შედეგები შეაფასა და გადაწყვიტა, რომ გასაუბრებაზე მიიწვიოს:

ირაკლი ადეიშვილი, თამარ ალანია, ნინო ბაქაქური, იოსებ ბაჩიაშვილი, კონსტანტინე ვარძელაშვილი, კონსტანტინე კორკელია, ოთარ სიჭინავა და ლალი ფაფიაშვილი .

სპეციალური სამთავრობო კომისია სტრასბურგის მოსამართლეობის მსურველებთან გასაუბრებებს 26 აგვისტოს იუსტიციის სამინისტროში გამართავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×