რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი ჩავიდა. აღნიშნულს „info9" იუწყება.

ტემბონი საველე ოპერაციების მართვის შტაბში პრემიერს და მინისტრებს შეხვდა. მან განაცხადა, რომ მსოფლიო ბანკი სოლიდარობას და მხარდაჭერას, საქართველოს მოქალაქეებს და განსაკუთრებით, ბორჯომის მოსახლეობას, უცხადებს.

ტემბონმა საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებები დადებითად შეაფასა და საქართველოს დასახმარებლად მზადყოფნა გამოთქვა.

"უახლოეს დღეებში მსოფლიო ბანკის ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა, რომელსაც უკვე გარემოს დაცვის კუთხით საქართველოში მუშაობის გამოცდილება აქვს და რომელიც მიყენებულ ზარალს შეისწავლის და შეაფასებს. ამის შემდეგ მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვეტილება მიიღება, მსოფლიო ბანკი სტიქიის ზონას რა სახის დახმარებას გაუწევს. საჭიროების მიხედვით, ეს იქნება როგორც ტექნიკური, ისე ფინანსური დახმარება", - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა.

მერსი ტემბონმა მადლობა იმ ქვეყნებს გადაუხადა, რომელებიც საქართველოს ეხმარებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×