რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ორი დღით ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „სპუტნიკი" დე ფაქტო ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ შაბანოვმა პრეზიდენტთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 27 აგვისტოს დილამდე საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის პუნქტები დახურული იქნება ", - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

შაბათს ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ რესპუბლიკის სუვერენიტეტის აღიარებას ზეიმობენ. ცხინვალში საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.

19 აგვისტოს ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის მიერ „სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის" აღიარების მე-9 წლისთავი აღნიშნეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ცხინვალში „საზეიმო ღონისძიებები" გრძელდება.

მოსკოვმა 2008 წლის 26 აგვისტოს, დე ფაქტო აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთს ოსეთის სუვერენიტეტი აღიარა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×