რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს რკინიგზის ცენტრალურ ოფისში ცენტრალური სადისპეტჩერო და მატარებელთა მოძრაობის მართვის ცენტრია განთავსებული. შესაბამისად, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა უსაფრთხოების სისტემების პარალიზება გამოიწვიოს, - ამის შესახებ განცხადებას "საქართველოს რკინიგზა" ავრცელებს.

განცხადებითს მიხედვით, რკინიგზის ადმინისტრაცია აქციის მონაწილეებს მოუწოდებს ძალისმიერი ქმედებისგან თავი შეიკავონ და კარგად გაიაზრონ ის საფრთხე რომელიც არსებობს.

"საქართველოს რკინიგზის მიმართ დაგეგმილი პროვოკაციების სერია გრძელდება - რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს უსაფრთხოების სისტემების პარალიზება!

"ჩვენ პროვოკაციების სერიას ვხედავთ, რომელიც დაგეგმილია და რკინიგზის დისკრედიტაციას და საწარმოო პროცესის ჩაშლას ემსახურება, ადმინისტრაციულ შენობაში ძალისმიერი მეთოდებით შეღწევამ შესძლოა უსაფრთხოების სისტემების პარალიზება გამოიწვიოს, რაც გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანს, ვინაიდან საქართველოს რკინიგზით ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გადაადგილდება და მათი უსაფრთხოდ გადაყვანა ჩვენი მთავარი მიზანი და საზრუნავი არის.

ჩვენთვის მიუღებელია მსგავსი დესტრუქციული მოქმედებები აქციის ორგანიზატორების მხრიდან",- ნათქვამია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×