რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა მზადაა, ბორჯომის ხეობაში, ხანძრით განადგურებულ 5 ჰექტარ ფართობზე მწვანე საფარი აღადგინოს. ამის შესახებ განცხადებას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

„ჩვენ მზად ვართ აღდგენით სამუშაოებში მივიღოთ მონაწილეობა, იქნება ეს ფონდის სახით თანხის ჩარიცხვა თუ პირდაპირ აღდგენითი სამუშაოების წარმოება. ჩვენ კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფი გვყავს და გვაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება რეკრეაციული და გამწვანების ზონების მოწყობისა. დღეს, ჩვენს ხელთ არსებული რესურსების გათვალისწინებით, შეგვიძლია 5 ჰექტარი ფართობის სრულად აღდგენა განვახორციელოთ", - აცხადებენ აფხაზეთის მთავრობაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×