რეზონანსი
25.08.2017

 (რეზონანსი) ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მმართველი გუნდის მიერ საკრებულოს წევრობის კანდიდატების შერჩევა, როგორც თბილისის, ისე ქვეყნის მასშტაბით, პრაქტიკულად დასრულებულია.

მდინარაძე „ქართული ოცნების" მიერ შერჩეული კანდიდატების ვინაობას არ ასახელებს, თუმცა აღნიშნა, რომ ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებზე ბევრ ახალ სახეს წარადგენს.

„საკრებულოს წევრობის კანდიდატების, როგორც თბილისის, ასევე საქართველოს მასშტაბით, შერჩევა პრაქტიკულად დასრულებულია. ამ დღეების განმავლობაში, ე.წ. ფინალური კონსულტაციები მიმდინარეობს, კანდიდატების დიდი ნაწილი შერჩეულია და გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია, კანდიდატებად ვის წარვადგენთ. რაც შეეხება კანდიდატებს, წარდგენილი ძალიან ბევრი ახალი სახე იქნება, თუმცა რაღაც ნაწილი საკრებულოების მოქმედი წევრებიც იქნებიან", - ამბობს მდინარაძე.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×