რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის საველე შტაბში გიორგი მღებრიშვილმა თათბირი გამართა, რომელსაც მთავრობის წევრები და შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

საგანგებო შტაბის სხდომაზე გასული ღამის მანძილზე ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამ დროისთვის ცალკეული კერების დამუშავება მიმდინარეობს.

მთელი ღამის მანძილზე ხეობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობას, შსს-ს სახანძრო-სამაშველო ბრიგადები, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები და თავდაცვის სამინისტროს საჯარისო დანაყოფები, აგრძელებდნენ. მობილიზებულია ავიაცია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშოებში ისევ ჩაერთვება.

საგანგებო შტაბი მუშაობას ხანძრის კერების სრულ დამუშავებამდე განაგრძობს. რამდენიმე დღის განმავლობაში, ნახანძრალ ტერიტორიაზე, ასევე, სოფელ დაბის მიმდებარედ არსებულ ტყის მასივში, შსს-ს მეხანძრე-მაშველები 24 საათიან მონიტორინგს განახორციელებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×