რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოში აშშ-ს საელჩომ ბორჯომის ხეობაში მომუშავე მეხანძრეებს ცეცხლგამძლე ფეხსაცმელები, სულ 500 წყვილი საჩუქრად გადასცა.

მეხხანძრე-მაშველების სპეციალური ფეხსაცმელი 65 ათასი ლარის ღირებულებისაა.

თბილისის რაიონულ სამაშველო სამსახურში, საჩუქრის გადაცემის ცერმონიაზე ამერიკის ელჩის მოადგილე ელისაბეტ რუდი იმყოფებოდა.

როგორც მან აღნიშნა მაშველებმა მიმდინარე დღეებში ბორჯომის ხეობაში გმირულად იმუშავეს და საჩუქარი მადლიერების ნიშნად გადასცეს.

რუდის თქმით, აშშ-ის საელჩო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს დახმარებას მომავალშიც გაუწევს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×