რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ცეცხლი თითქმის მთლიანად ჩამქრალია, დარჩენილია მხოლოდ მცირე კერები, სადაც სამუშაოები ამ წუთებში გრძელდება.

პროცესში ძირითადად ჩართულია ცოცხალი ძალა. პარალელურად, ზარალის დათვლის პროცესი და ასევე გამოძიება მიმდინარეობს, რომლის შედეგადაც უნდა გაირკვეს, რა მიზეზით გაჩნდა ხანძარი ბორჯომის ხეობაში. ამის შესახებ განცხადება შსს-ს მინისტრმა გააკეთა.

"ყველა დიდი კერა ამ ეტაპზე ლიკვიდირებულია. ცოცხალი ძალით პატარ-პატარა კერების დამუშავება მიმდინარეობს. წინა დღეებთან შედარებით დღეს კარგი მდგომარეობა გვაქვს", - ამბობს მღებრიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×