რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) გუდაურში, ჯვრის უღელტეხილზე სატვირთო მანქანა გადაბრუნდა, რის შედეგადაც ტრაილერის მძღოლი დაშავდა.

თბილისიდან გუდაურისკენ მიმავალმა ტრაილერის მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა.

მძღოლი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ადგილზე საპატრულო პოლიცია მუშაობს.

როგორც შსს-ში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×