(რეზონანსი) ბორჯომის ეს სტიქია ბუნების გზავნილია, რომ გავერთიანდეთ და გარემო ერთად დავიცვათ. ჩვენს ბუნებაზე ერთიანი ძალებით უნდა ვიზრუნოთ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განაცხადა.
როგორც კუჭავამ აღნიშნა, რეაგირების სწორი სამოქმედო გეგმა და ამ გეგმის ბრწყინვალედ აღსრულება, ბორჯომში რამდენიმე დღის განმავლობაში სტიქიასთან წარმატებულად ბრძოლის მიზეზია.
მისი თქმით, საგანგებო შტაბი პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ურთულეს გამოწვევას წარმატებით გაუმკლავდა.
"გადამწვარი ფართობის ძირითადი ნაწილი 2008 წლის ხანძრის ტერიტორიებს იმეორებს და შესაბამისად, ჰაბიტატების განადგურება ჯერჯერობით არ გამოვლინდა. აღგენითი სამუშაოების დაგეგმარების პროცესი უკვე დაწყებულია. ძალიან სასიხარულოა, რომ დახმარების სურვილი ძალიან ბევრმა დაინტერესებულმა მხარემ გამოთქვა", - ამბობს კუჭავა.