(რეზონანსი) ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი იუსტიციის სამინისტროში მიმდინარე ადამიანის უფლებათა სასამართლოში შესარჩევი მოსამართლის კონკურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც ხატიაშვილი აცხადებს, დღეს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს კონკურსი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში კანდიდატის შესარჩევად, რომლის შედეგები წინასწარ არის ცნობილი.
„საქართველოს მთავრობა მორიგი ფარსისთვის ემზადება. აღნიშნულში სამწუხაროდ სახალხო დამცველი მონაწილეობს. უჩა ნანუაშვილი, რომ ზაზა ხატიაშვილის და ანა ნაცვლიშვილის პროტესტსშ ეერთებოდა, დღევანდელ კონკურსში მონაწილეობა არ მიეღო, ევროპის საბჭო სავარაუდოდ, კომისიის და კომისიის თავმჯდომარის შეცვლას მოითხოვდა, რაც საშუალებას მოგვცემდა ახალი კომისიის ფარგლებში აპოლიტიკური გადაწყვეტილება მიგვეღო.
"საამაყოა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ნინო ბაქაქური გამოეხმაურა ჩემს მოწოდებას და წულუკიანისა და „მურუსიძეების" მიერ დადგმულ მორიგ სპეკტაკლში მონაწილეობა არ მიიღო. დღევანდელ კონკურსში პროტესტის ნიშნად, პროფესორ კონსტანტინე კორკელიას (რომლის წინააღმდეგ წულუკიანი ამხედრებდა კომიიის წევრებს) და კონსტანტინე ვარძელაშვილს, მონაწილეობა არ უნდა მიეღოთ. წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ მიუხედავად საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციისა ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდება იმ ორ კანდიდატს შორის, რომელსაც დღეს კომისია შეარჩევს", - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.