რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) დღეს ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მოსახლეობას ხუთი ხე მოჭრილი დახვდა. წიწვოვანი მრავალწლიანი ხეები ნიკეას ქუჩაზე მეორე შესახვევში დღეს დილით გამთენიისას მოჭრეს. მოსახლეობა აღნიშნულ ფაქტს აპროტესტებს და ბრალს ადგილობრივ ხელისუფლებას დებს.

„სრულიად ჯანსაღი ხეები მოჭრილია, ამ ფაქტზე სასწრაფოდ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას", - ამბობს აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ნუგზარ ესაკია.

ქუთაისის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორია, სადაც ხეები მოიჭრა, კერძოა და შესაბამისად, ბრძანება ადგილობრივ ხელისუფლებას არ გაუცია. თუმცა თუ რამდენად კანონიერად განხორციელდა ხეების მოჭრა, ამ საკითხის მოკვლევას ადგილობრივ ხელისუფლებაშიც გეგმავენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×