რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) გალის რაიონის სოფელ თაგილონში რუსმა ოკუპანტებმა, ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით, ერთი ადამიანი დააკავეს.

1975 წელს დაბადებული წვიშბაია მ.ხ. რუსეთის ფედერალური უშიშროების სასაზღვრო ჯარის წარმომადგენლებმა დააკავეს. ის გალის მილიციის იზოლატორში უკვე გადაყვანილია.

აფხაზური მედიის ინფორმაციით, წვიშბაია 2015 წელსაც იმავე ბრალდებით იყო დაკავებული.

მომხდარის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე ინფორმირებულია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×