რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მეორე ვერტმფრენიც ჩაერთო. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენთან ერთად, ამ ეტაპზე ბორჯომის ხეობაში აზერბაიჯანული ვერტმფრენიც მუშაობს.

ავიაცია ხანძრის რამდენიმე კერის ლიკვიდაციას ცდილობს. ადგილზე ასევე ცოცხალი ძალა, მეხანძრე-მაშველები და სამხედროები მუშაობენ.

როგორც თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიამ განაცხადა, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით, კიდევ რამდენიმე დღე დარჩება.

მისი თქმით, ხანძრის ლიკვიდირება სხვადასხვა უწყებების აქტიური ძალისხმევით მოხერხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×