რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატის შესარჩევმა კომისიამ მთავრობისთვის წარსადგენი კანდიდატურები უკვე შეარჩია.

მოსამართლეების კანდიდატად ოთხი პირი შეირჩა. ყველაზე მაღალი ქულა ლალი ფაფიაშვილმა აიღო (4.82), შემდეგი არის თამარ ალანია (4.45), ოთარ სიჭინავამ და იოსებ ბაჩიაშვილმა კი თანაბარი (3.75) ქულა აიღეს. აღნიშნული მონაცემებს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი იუწყება.

აღნიშნული 4 კანდიდატიდან საქართველოს მთავრობა შესაბამის პოზიციაზე 2 კანდიდატს წარუდგენს, მათ შორის კი, ერთი აუცილებლად ქალი კანდიდატი უნდა იყოს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს კოალიციაში "დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" შემავალმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ბოიკოტი გამოუცხადეს.

საქართველოს სტრასბურგში წარსადგენი მოსამართლეების შერჩევა უკვე მესამედ უწევს, ვინაიდან ორჯერ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს მთავრობას წარდგენილი კანდიდატები დაუწუნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×