(რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით საგანგებო შტაბი მუშაობას კიდევ რამდენიმე დღე განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე ვრცელდება.
უწყების ინფორმაციით, დღეს დილით საქართველოს შინაგან საქმეთა, თავდაცვისა და ენერგეტიკის მინისტრების ერთობლივი თათბირი გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგაც მინისტრებმა არსებული ვითარება ვერტმფრენით შეისწავლეს.
თავდაცვის მინსტრის თქმით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა პრევენციის მიზნით ადგილზე ცოცხალი ძალა კიდევ რამდენიმე დღე დარჩება, ტერიტორიის მონიტორინგისა და პატრულირების მიზნით.
თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ სამხედროები ბორჯომის ხეობას ორი დღის განმავლობაში ეტაპობრივად დატოვებენ. 1200 სამხედრო მოსამსახურიდან ადგილზე მონიტორინგისთვის მხოლოდ ერთი ასეული დარჩება.