რეზონანსი
26.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" ზურაბ ნეფარიძის ადვოკატმა სულხან კაპანაძემ განუცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით, ნეფარიძე ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფება და მას ბრალს დღეს წაუყენებენ.

„ჯერჯერობით ჩემთვის უცნობია ბრალის ფორმულირება და მასალები, კონკრეტულად რას ედავებიან. ერთადერთი პოზიცია, რაც ამ ეტაპზე შეგვიძლია დავაფიქსიროთ არის ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს", - განაცხადა კაპანაძემ და განმართა, რომ მასალების გაცნობის შემდეგ, დაცვის მხარე საკუთარ პოზიციას ჩამოაყალიბებს.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე დღეს დააკავეს. სუს-ში ამბობენ, რომ ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა, თუმცა სხვა დეტალებზე სუს-ში არ საუბრობენ.

წინასწარი ინფორმაციით, ნეფარიძე სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზეა დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×