რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) დღეს დილით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ქართული ვერტმფრენი ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყალში რეზერვუარის ავსებისას ჩავარდა.

ეკიპაჟის სამივე წევრმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

ღუდუშაურის კლინიკაში, ამ წუთებში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

ხეობაში ჩამოვარდნილი ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, რომ ვერტმფრენთან მისასვლელი გზა გაიყვანონ. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

შემთხვევის ადგილზე შსს-ს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა, თუმცა მინისტრს კომენტარი არ გაუკეთებია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×