რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაშავებული ეკიპაჟის წევრები ღუდუშაურის საავადმყოფოში მიიყვანეს.

ეკიპაჟის 3 წევრთან ერთად ღუდუშაურის საავადმყოფოში კიდევ ერთი პირი მიიყვანეს, რომელიც სამაშველო საქმიანობის დროს დაშავდა.

დაშავებულები ბორჯომიდან 4 რეანომობილით გადმოიყვანეს.

ღუდუშაურის საავამდყოფოში ცოტახნის წინა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მივიდა.

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8" დილით ჩამოვარდა. ვერტმფრენი წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრებმა მხოლოდ გარეგანი დაზიანებები მიიღეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ისინი თბილისში, ღუდუშაურის საავადმყოფოში გადმოჰყავთ.

ვერტმფრენის ჩამოვარდის ადგილზე შსს-ს მინისტრი, ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები მიბიდნენ. პარალელურად, ვერტმფრენის წყლიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ტრაქტორებს და შესაბამის ტექნიკას გზა გაჰყავთ, რათა ამწეს წყლიდან ვერტმფრენის ამოყვანის საშუალება მიეცეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×