რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ცეცხლის ჩაქრობის ოპერაციებში ჩართული ვერტმფრენის ჩამოვარდნას საქართველოს შსს-ს მინისტრი გიორგი მრებრიშვილის გამოეხმაურა. მისი განაცხადა, საქართველომ თავიდან დიდი უბედურების აცილება მოახერხა, ვინაიდან, მფრინავების პროფესიონალიზმის წყალობით, მათ ავარიული დაშვება მოახერხეს. მისი თქმით, ამჟამად საგანგაშო არაფერია.

"იმდენად, რამდენადაც ვერტმფრენს კალათა წყლით სავსე უკვე ჰქონდა, მან ხმელეთზე გადასვლა ვერ მოახერხა. პილოტები იძულებულები გახდნენ, ვერტმფრენი წყალზე დაესვათ, თუმცა შემდეგ ვერტმფრენმა წონასწორობა ვერ შეინარჩუნა და გვერდზე გადაბრუნდა. საგანგაშო არაფერია, პირიქით თავიდან დიდი უბედურება ავიცილეთ. ჩვენი სამივე მფრინავი ჯანმრთელია, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს ის ბორტია, რომელმაც გასულ დღეებში, 600-მდე შემოფრენა გააკეთა. ეს პილოტები გმირები არიან, მათ დღეს თავისი გმირობა კიდევ დაამტკიცეს იმით, რომ არ დაიბნენ და ასეთი უბედურება თავიდან აგვაცილეს", - განაცხადა მღებრიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა ვერტმფრენი შემოწმებას ყოველდღიურად გადის.

"ყველა ვერტმფრენს ყოველდღიურად რეგლამენტი უტარდება, ორი დღის წინ სწორედ ამ ვერტმფრენმა, ამ ბორტმა რეგლამენტი გაიარა. საღამოს თბილისში გაფრინდა, შემოწმება გაიარა და დილით ისევ დაგვიბრუნდა. ამ ვერტმფრენს არავითარი პრობლემა არ ჰქონია. თუ რა მოხდა, ამას ექსპერტ-კრიმინალისტები და გამომძიებლები დაადგენენ", - დასძინა მღებრიშვილმა.

ღუდუშაურის კლინიკაში დაშავებულულები ცოტა ხნის წინ შეიყვანეს. კლინიკაში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო იმყოფება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×