რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) ფოთში, ფალიაშვილის ქუჩის მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და კომპანია GCC-ის მუშაობა გააპროტესტა. აღნიშნულს სააგენტო „ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ცემენტის ქარხნიდან მტვერი მუდმივად იფრქვევა, რის გამოც ჯანმრთელობის პრობლემა ექმნებათ.

,,შეწუხებულები ვართ, რადგან ამ ქარხნიდან დაახლოებით 100 მეტრში ვცხოვრობთ. ჯერ საშინელი ხმაური მოდის, მერე კიდე მტვერი იფრქვევა. ფანჯარას ვერ ვაღებთ, გარეთ ვერ გამოვდივართ. გვესმის, რომ თითქოს რაღაც ფილტრებს აყენებენ, რაღაც ზომებს მიმართავენ, მაგრამ შედეგი არაფერი არ არის და ეს ყველეფერი ჩვენი სიცოცხლის ხარჯზე ხდება. ხომ შეიძლება იმუშაოს ქარხანამ ისე, რომ ჩვენი ჯანმრთელობა არ განადგურდეს.

„დილაობით ქარხნის მიმდებარე ტერიტორია ბურუსითაა მოცული, არაფერი ჩანს. მოვითხოვთ, დაიცვან სტანდარტები და ის ნორმები, რაც კანონითაა გათვალისწინებული. გვითხრეს, რომ სამშაბათს კომპანიის ხელმძღვანელი შეგვხვდება, იმედია დავილაპარაკებთ და სათანადო ზომებს მიიღებს,"- განაცხდა აქციის მონაწილე რუსუდან ღურჯიამ.

კომპანია GCC-ში კომენტარს არ აკეთებენ. მოსახლეობა პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში, ცენტრალური მაგისტრალის გადაკეტვას გეგმავს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×