რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ვერტმფრენის წყალში ჩავარდნის შედეგად დაშავებულები ღუდუშაურის კლინიკიდან უახლოეს საათებში ბინაზე გაეწერებიან, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, დაშავებულებს მხოლოდ ზედაპირული დაზიანებები აღენიშნებათ. შესაბამისად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ისინი უახლოეს საათებში გაეწერებიან.

ბორჯომის ხეობაში ქართული ვერტმფრენი „მი 8" დილით, წყლის ავზის ავსებისას წყალში ჩავარდა. აღნიშნული ვერტმფრენი ბორჯომის ხეობაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე დღეებიდან იყო ჩართული.

ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×