რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბრამდე ახალი ბრალდების წარდგენას ელოდება. - ამის შესახებ სააკაშვილი „ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.

„საქართველოს ხელისუფლება, უკრანაში „ბარიგებთან" სრულ კოორდინაციაში, ჩემთვის ახალ ბრალდებას ამზადებს, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას ეხება" - წერს ექსპრეზიდენტი.

„საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის ბრალდება, გვირგვინების შეძენა და უცხოული დელეგაციების მიღება უკრაინის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ექსტრადაციის მიზნით პატიმრობამდე ვერ „ქაჩავს". პოროშენკოსა და უკრაინის გენრალურ პროკურატურას საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ ჩემ დასაკავებლად იურიდიული საფუძველი სჭირდება.

"ისინი უკვე მიხვდნენ, რომ საზღვრის დარღვევას არ ვაპირებ და მათ მიერ საჩქაროდ მომზადებულ კანონპროექტს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე ჩემზე ვერ გამოიყენებენ. სახელმწიფო გადატრიალება - ეს არის სუფთა პოლიტიკური მუხლი, რომელიც იმდენად სასაცილოა, რომ არავის დარჩება ეჭვი, რომ ყველა საქმე შეთითხნილია, მაგრამ, როგორც ჩანს, ყველა საშუალება გამოსადეგია", - წერს სოციალურ ქსელში სააკაშვილი.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×