რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის საკრებულოს წევრის, ზურაბ ნეფარიძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სასამართლო პროცესი 15:30 საათზეა ჩანიშნული.

ნეფარიძეს ბრალი სსკ-ს 338-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ნეფარიძეს 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დაკავებულის ადვოკატის თქმით, ნეფარიძე წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს და მიაჩნია, რომ ბრალდებაში არსებული მტკიცებულებები აბსურდულია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×