რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა ავლაბარში, ქურხულის ქუჩაზე ადგილობრივ მოსახლეობასთან და საკუთარ მხარდამჭერებთან ერთად საპროტესტო აქცია გამართა.

როგორც ელისაშვილი ამბობს, ავლაბარში რამდენიმე სკვერია და აქედან ერთ-ერთი ქურხულის ქუჩაზეა, რომელიც ახლა შუაზე გაიყო და სკვერში სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს.

„ავლაბარში სულ რამდენიმე სკვერია. ქურხულის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა ბარბაროსობაა. ნარმანიას მერიაში კარგად იციან, რომ ბოლო დღეები აქვთ და ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ფული გააკეთონ. მოვითხოვ, რომ ადგილის ჩანაცვლება მოხდეს მესაკუთრესთან და აქ სკვერი აღდგეს", - განაცხადა ელისაშვილმა.

თბილისში, ავლაბარში - ქურხულის ქუჩის მოსახლეობა სკვერში სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებს. მათი მთავარი მოთხოვნა ალტერნატიული ადგილის გამოყოფა და ბავშვებისთვის სკვერის შენარჩუნებაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×