რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში „მი-8"-ს ტიპის ვერტმფრენის ავარიულად დაშვებისას დაშავებული ოთხივე პირი საავადმყოფოდან გაეწერა.

როგორც ღუდუშაურის საავადმყოფოში განაცხადეს, დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათი კლინიკაში დარჩენის აუცილებლობა აღარ არსებობდა. მათ ცოტა ხნის წინ სამედიცინო დაწესებულება დატოვეს.

დაშავებულები ღუდუშაურში პრევენციისა და შემდგომი გამოკვლევის მიზნით რამდენიმე საათის წინ მიიყვანეს. არსებული ინფორმაციით, სამი პირი ვერტმფრენში იმყოფებოდა, ერთი კი, დაშავებულების სამაშველო ღონისძიების დროს დაზარალდა.

ბორჯომის ხეობაში „მი-8"-მ ავარიული დაჯდომა დღეს, დილის საათებში განახორციელა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ სსკ-ს 275-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×