რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) გორთან, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერი მსუბუქ ავტომანქანას შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაშავდა.

დაშავებულები სასწრაფომ კლინიკა „გორმედში" გადაიყვანა. ერთ-ერთ მათგანს ფეხის მოტეხილობა აღენიშნება, დანარჩენ სამს კი, მსუბუქი დაზიანებები აქვს მიღებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×