რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატმა ზურაბ ნეფარიძემ განაცხადა, რომ პროკურორი მას დაემუქრა. ამის თაობაზე ბრალდებულმა თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე განაცხადა.

„დედა აღარ გეყოლება, თუ არ აღიარებ. მერე გვიანი იქნებაო - მითხრა პროკურორმა ბექა ეჟიშვილმა ე.წ. მოდულის შენობაში" - განაცხადა ბრალდებულმა ნეფარიძემ სასამართლოზე.

მისივე თქმით, ზეწოლის და მუქარის შესახებ ადვოკატს ინფორმაცია უკვე მიაწოდა.

პროკურორმა ეჟიშვილმა დაკავებულის ბრალდებას სიცრუე უწოდა.

ნეფარიძეს ბრალი ქრთამის აღებისთვის ოფიციალურად წარუდგინეს. მისი ადვოკატის, სულხან კაპანაძის განცხადებით, ბრალდება 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დეპუტატი დაკავებას პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ თბილისის ნეფარიძე 26 აგვისტოს დააკავა. ის 2014 წლიდან, "ეროვნული ფორუმის" თბილისის საკრებულოს წევრი და ისნის მაჟორიტარი დეპუტატია. წარსულში ნეფარიძე შსს-ში სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×