რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) 26 აგვისტოს, ფესტივალ "ღამის სერენადების" ფარგლებში, ბათუმში მიმდინარე კონცერტის დროს, ცნობილი მევიოლინეს, ლიანა ისაკაძის კონცერტზე მოულოდნელად, მისი მეუღლე, ცნობილი პოეტი, ესეისტი და კრიტიკოს თამაზ ჩაჩავა შეუძლოდ გახდა და მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ჩაჩავას კონცერტის დროს გულის შეტევა დაემართა. ის ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ფესტივალის მონაწილეების გადაწყვეტილებით, „ღამის სერენადები" გაგრძელდება და ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნება.

ისაკაძის მიერ დაფუძნებული ფესტივალი „ღამის სერენადები" ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება. ფესტივალის დასკვნითი საღამო 31 აგვისტოს თბილისში, რუსთაველის თეატრში უნდა გაიმართოს.

ისაკაძე და ჩაჩავა 45 წელი ერთად ცხოვრობდნენ. წყვილი ერთი კვირის წინ საქართველოში დაბრუნდა, რათა საუკუნის საუკეთესო მევიოლინეს მუსიკალურ ფესტივალ "ღამის სერენადებში" მონაწილეობა მიეღო.

ისაკაძემ ფესტივალი "ღამის სერენადები" 1982 წელს დააარსა.

ყოველ წელს ფესტივალი აფხაზეთში, ბიჭვინთაში იმართებოდა და უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობდა.

1991 წელს ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მისი აღდგენა მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს გახდა შესაძლებელი. იმ დროიდან ფესტივალი "ღამის სერენადები" ტრადიციულად ყოველ წელს აჭარაში ტარდება.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×