რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) მარნეულის რაიონში, შაუმიანის ტყეში ხანძარი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟები.

ტყეში ბევრი პატარ-პატარა კერაა, რომლის ლოკალიზებაც ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ადგილზე მარნეულის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზაურ ტაბატაძე იმყოფება, რომელიც შექმნილ ვითარებას გაეცნო.

მისი თქმით, სოფელ შაუმიანის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. ხანძრის ლოკალიზებაში ადგილობრივი მოსახლეობაც იღებს მონაწილეობას.

შსს-ს განცხადებით, ადგილზე სახანძრო-სამაშველოს 2 ჯგუფი იმყოფება. მათი თქმით ცეცხლი გამხმარ ბალახს გაუჩნდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×