რეზონანსი
27.08.2017

 (რეზონანსი) გავრცელებული ინფორმაციით, ბერძნული მხარე ერთი თვით, ღვთისმშობლის კვართის წმინდა მიწაზე გადაბრძანებას ითხოვს. შესაბამისი წერილი ზუგდიდისა და ციაშის მიტროპოლიტმა, მეუფე ჰერასიმემ მიიღო.

წერილში აღნიშნულია, რომ ერთი თვის შემდეგ ზუგდიდში სიწმინდეს პატივით დააბრუნებენ და ღვთისმშობლის სამოსელის გადაბრძანების ხარჯებს ბერძნული მხარე გაიღებს.

მეუფე გერასიმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული წერილი საბერძნეთიდან ნამდვილად მიიღო. თუმცა ირწმუნება, რომ ღვთისმშობლის კვართი საქართველოს არ დატოვებს.

"უცხოეთშიც გახდა ცნობილი, რომ ვლაქერნობის დღესასწაული არსებობს და ეს სიწმინდე - ღვთისმშობლის კვართი საქართველოში ბრძანდება. ბუნებრივია მათ აქვთ სურვილი ეს სიწმინდე უცხოეთში გავიდეს, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო, საქართველოს დედა ღვთისმშობელი არ დატოვებს და საქართველოდან არსად არ გავა", - ამბობს მეუფე გერასიმე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×