რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) ბორჯომის ხეობაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში მონაწილე აზერბაიჯანელმა და სომეხმა მეხანძრე -მაშველებმა საქართველო დატოვეს.

ხეობაში ერთი ბელარუსული ვერტმფრენი რჩება, თუმცა როგორც შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, ბელარუსული ვერტმფრენი საქართველოს დღეს დღის განმავლობაში დატოვებს.

ამ დროის მონაცემებით, ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის ადგილზე შსს-ს სხვადასხვა დანაყოფების 1000-მდე წარმომადგენელი, სპეც ტექნიკა და თავდაცვის სამინისტროს ასეული რჩება.

რაც შეეხება სოფელ დაბასთან არსებულ საგანგებო შტაბს, ის მუშაობას კვლავ განაგრძობს და ადგილზე ქართველი მეხანძრე - მაშველები რჩებიან.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×