რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) პოპულარული ბათუმელებმა გამხადეს, გარკვეულწილად ვალში ვარ და მინდა, ჩემს ქალაქს დავეხმარო, - ამის შესახებ მომღერალმა კახა ცისკარიძემ განაცხადა, რომელიც ბათუმის მერის არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

„კახა ბერი-კახა მერი"-ეს იქნება საარჩევნოდ მისი ერთ-ერთი სლოგანი. არჩევნებში მონაწილეობაზე განცხადება მომღერალმა დღეს გააკეთა. ცისკარიძე მერობის დამოუკიდებელი კანდიდატია.

მან დღეს ბათუმელებს მხარდაჭერისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე დარეგისტრირებისთვის 2 000 ადამიანის ხელმოწერა სჭირდება, რომლის შეგროვებასაც სამ დღეში აპირებს.

ცისკარიძეს საარჩევნო პროგრამაზე არ ულაპარაკია, მხოლოდ ის განაცხადა, რომ ბათუმი "ხელოვნების ქალაქად" უნდა გადაიქცეს.

"პროგრამას დარეგისტრირების შემდეგ გაგაცნობთ. რამ გადამაწყვეტინა? პოპულარული ამ ქალაქმა გამხადა, მინდა ჩემი ენერგია მას მოვახმარო",- განაცხადა ცისკარიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×