(რეზონანსი) ზურაბ ნეფარიძე მაინცდამაინც მაღალი პოლიტიკური აქტივობით გამორჩეული არ იყო, - ასე უპასუხა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ კითხვას, უკავშირდება თუ არა ზურაბ ნეფარიძის დაკავება მის პოლიტიკურ აქტივობას.
დედაქალაქის მერი ამ ფაქტს გამორიცხავს და ამბობს, რომ საქმეზე საბოლოო პასუხს მიმდინარე გამოძიება იტყვის.
„მაინცდამაინც მაღალი პოლიტიკური აქტივობით გამორჩეული არ იყო, არ მგონია, საქმე მსგავს რამესთან გვქონდეს. შედეგს მიმდინარეობს გამოძიება და გამოძიება გვეტყვის ", - ამბობს ნარმანია.
დედაქალაქის საკრებულოს წევრი ზურაბ ნეფარიძე ქრთამის აღების ბრალდებით რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ამავე საქმეში მასთან ერთან ბრალდებულია მისი ცოლის და და ასევე თანამშრომელი ანა მენთეშაშვილი.
გამოძიება მას ქრთამის აღების საქმეში შუამავლობას ედავება. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ორივე ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა გუშინ შეეფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თითოეულს 11-დან 15-წლამდე პატიმრობა ემუქრება.