რეზონანსი
28.08.2017

 (რეზონანსი) აზერბაიჯანის სახელმწიფო უშიშროების სამსახური ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლებმა რელიგიური ექსტრემისტის ლიკვიდაცია მოახდინეს, რომელიც აზერბაიჯანში ტერაქტს ამზადებდა.

როგორც ირკვევა, აზერბაიჯანის უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიების ფარგლებში დაადგინა, რომ აზერბაიჯანის მოქალაქე იაშარ ჯავადოვი აზერბაიჯანის ფარგლებს გარეთ უკანონო შეიარაღებული ფორმირებებისა და ტერორისტული ორგანიზაციების წევრი იყო.

აზერბაიჯანის სუს-ის ცნობით, ჯავადოვმა ამ დაჯგუფებების დაფინანსებით ცეცხლსასროლი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები შეიძინა, რომლითაც სახელმწიფო უწყებებზე თავდასხმას გეგმავდა.

ქალაქ ისმაილიში სპეცოპერაციის დროს ჯავადოვმა სამართალდამცავებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია, რის შემდეგაც ის ორმხრივი სროლის დროს მოკლეს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×